Brigadier

400,00 

4 People watching this product now!
აღწერა

Brigadier – საკვები ჭარხალს პირუტყვის კვებაში უდიდესი ადგილი უკავია, მისი საშუალებით შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ცხოველებში უხეში და კონცენტრირებული საკვების მონელება, წველადობა, დავაჩქაროტ წონის მატება და შევამციროთ ავადობა.

დიდი რაოდენობითაა მასში ადვილად შესათავსებელი ნახშირწყლები, მინერალური მარილები და ვიტამინები. მოცემული კულტურის უპირატესობას წარმოადგენს მაღალი მოსავლიანობა, ოპტიმალურ პირობებში შესაძლებელია ჰექტრაზე 120-150 ტონა ძირხვენის მიღება ( საქართველოს პირობებში მსგავსი შედეგის მირება სირთულეებთან არის დაკავშირებული). გამოირჩევა გლუვი ფორთოხლისფერი ნაყოფიტ, ივიტარებს დიდი ზომის ფოთლებს, რომელიც რჩება მწვანე და ჯანსაღი მოსავლის აღების ბოლომდე. გამოირჩევა საუკეთესო საგემოვნო თვისებებით, ნაყოფში შაქრებისა და მშრალი მასის შემცველობით. ყოველდთიურ საკვებში 8-9 კგ ჭარხლის ჩრთვა ცვლის 1 კგ კონცენტრირებულ საკვებ დანამატს, რაც მკვეთრად ამცირებს დანახარჯებს.
თესვის ნორმა 10-15 კგ/ჰა, ჩათესვის სიღმე 3-5სმ.